საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი - ქვემო ქართლი
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტში, საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე, ქვემო ქართლში (ლილო, მარნეული).
ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები
ძირითადი მოვალეობები:
საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის და მოცულობის ზრდა, პორტფელის ზრდა და ხარისხის შენარჩუნება;
დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა და კოორდინაცია: ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, გეგმების შესრულების და მუშაობის ხარისხის კონტროლი, ახალი სტანდარტების მიწოდება, დანერგვა, შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა;
საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის წარმოების დაგეგმვა და ჯგუფის ხელმძღვანელობა;
მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
ჯვარედინი გაყიდვები – კომპანიის პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება;
საკრედიტო ექსპერტთან ერთად მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
სესხების პერიოდული შერჩევითი მონიტორინგი;
რეაგირება ცვლილებებზე კრედიტის მიმდინარეობის პერიოდში, პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტის გზების შერჩევა და საკითხის განხილვა შესაბამის კომიტეტზე;
პრობლემური სესხის მართვა;
საკრედიტო ასისტენტის ონ-ჯობ ტრენინგი და შედეგის შეფასება: გადანაწილება, პრაქტიკის მართვა-კონტროლი, ასისტენტის შეფასება და დეპარტამენტის მენეჯმენტთან რეკომენდაციების წარდგენა.
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
სამუშაო გამოცდილება:
ბიზნეს დაკრედიტების და გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
ბიზნეს დაკრედიტების პროდუქტების ცოდნა;
დაკრედიტების იურიდიული ასპექტები (სავალდებულო დოკუმენტაცია);
ფინანსური ანალიზი (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების უწყისი);
ზოგადი მენეჯმენტის საწყისები;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;
სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;
მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
ლიდერობა, პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი, აღმოაჩინე და განავითარე შენი პოტენციალი, არასდროს რომ არ გაჩერდე!
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 მარტი, 2025.