საშუალო ბიზნესის წამყვანი პერსონალური ბანკირი- ფოთი
სს „საქართველოს ბანკის“ საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურეობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნესის წამყვანი პერსონალური ბანკირის პოზიციაზე ფოთში
ძირითადი მოვალეობები:
· პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა:
· საინტერესო და პერსპექტიული კლიენტების მოძიება, ინფორმაციის მიწოდება და პოტენციური კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით;
· არსებული მომხმარებლების მუდმივი ინფორმირება და ახალი პროდუქტების შეთავაზება.
· სესხების მართვა (ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხის რეგულირება რაც დაკავშირებულია ბიზნეს სესხების დამუშავებასა და გაცემასთან);
· საკრედიტო პორტფელის მართვა (მონიტორინგი, ვადაგადაცილებული სესხების მართვა);
· ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (აღრიცხვა, რეპორტინგის წარმოება, გაყიდვებთან დაკავშირებული შენიშვნების მომზადება, მონაცემთა ბაზების განახლება);
· პორტფელის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი.
· პორტფელის ზრდის ხელშეწყობა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;
სამუშაო გამოცდილება: ბანკირის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ ერთი წელი;
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
· ძირითადი ფინანსური უწყისების ცოდნა ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
· ანალიტიკური აზროვნება;
· სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 22 თებერვალი, 2025.