საშუალო ბიზნესის წამყვანი პერსონალური ბანკირი - კახეთი
ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.
სს „საქართველოს ბანკის“ საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურეობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნესის წამყვანი პერსონალური ბანკირის პოზიციაზე კახეთში (თელავი, გურჯაანი)
ძირითადი მოვალეობები:
· პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა:
· საინტერესო და პერსპექტიული კლიენტების მოძიება, ინფორმაციის მიწოდება და პოტენციური კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით;
· არსებული მომხმარებლების მუდმივი ინფორმირება და ახალი პროდუქტების შეთავაზება.
· სესხების მართვა (ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხის რეგულირება რაც დაკავშირებულია ბიზნეს სესხების დამუშავებასა და გაცემასთან);
· საკრედიტო პორტფელის მართვა (მონიტორინგი, ვადაგადაცილებული სესხების მართვა);
· ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (აღრიცხვა, რეპორტინგის წარმოება, გაყიდვებთან დაკავშირებული შენიშვნების მომზადება, მონაცემთა ბაზების განახლება);
· პორტფელის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი.
· პორტფელის ზრდის ხელშეწყობა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;
სამუშაო გამოცდილება: ბანკირის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ ერთი წელი;
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
· ძირითადი ფინანსური უწყისების ცოდნა ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
· ანალიტიკური აზროვნება;
· სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 მარტი, 2025.