საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სარემონტო/სამშენებლო და მოვლა-პატრონობის ტექნიკოსის პოზიციაზე. ქალაქი: თბილისი.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანკის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მცირე და საშუალო სირთულის სარემონტო სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულება.

  • შენობის ინფრასტრუქტურის (კედლები, იატაკი, ჭერი, კარები, ფანჯრები, სანტექნიკა)ის რეგულარული შემოწმება და მოვლა-პატრონობა, შესაძლო ხარვეზების აღმოჩენისა და პრევენციის მიზნით.

  • საგანგებო სიტუაციებზე (მაგალითად, გაუთვალისწინებელი გაუმართაობა, წყლის გაჟონვა და მსგავსი) სწრაფი რეაგირება და პრობლემის აღმოფხვრა.

  • საჭირო სამშენებლო მასალებისა და ხელსაწყოების მარაგის კონტროლი და ხელმძღვანელთან შეთანხმებით მათი შეძენა.

  • სამუშაოს შესრულებისას უსაფრთხოების წესებისა და შრომის დაცვის ნორმების მკაცრი დაცვა.

  • მეილზე მიღებული დავალებაზე რეაგირების შემდგომ იმავე მეილზე დავალების სტატუსის დაბრუნება.

  • შესრულებული სამუშაოების, გამოყენებული მასალებისა და არსებული ხარვეზების შესახებ პერიოდული გაწერილ ვადებში ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.

სასურველი პროფაილი:

განათლება:საშუალო.

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სარემონტო და მოვლა-პატრონობის მიმართულებით, სასურველია მსგავსი პროფილის ორგანიზაციაში.

აუცილებელი ცოდნა,უნარები:

  • ფართო ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგ სფეროებში: წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების შეკეთება და მონტაჟი. მცირე სარემონტო სამუშაოები (შელესვა, მოჭიმვა, კედლის შეღებვა).

  • პრობლემის სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი.

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

  • დისციპლინირებული, ორგანიზებული და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 27 თებერვალი, 2026


გამოაგზავნეთ განაცხადი