„საქართველოს ბანკის“ საოპერაციო რისკის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკის პარტნიორის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

  •    საოპერაციო რისკის მართვა შერჩეული ბიზნეს მიმართულებების ჭრილში;

  •    საოპერაციო რისკების და კონტროლების იდენტიფიკაცია-შეფასების პროგრამების წარმოება;

  •    საოპერაციო რისკის მოვლენის Root-cause ანალიზი;

  •   სცენარული ანალიზის პროგრამის წარმოება;

  •   ახალი პროდუქტების/არხების შემუშავების, ცვლილებების კონცეფციებისა და ბიზნეს-პროექტებისათვის საოპერაციო რისკების შეფასება;

  •   რისკის ესკალაციის  პროცესის კოორდინაცია და ორგანიზება;

  •   რისკის რეაგირების გადაწყვეტილებების მონიტორინგი და შეფასება

  •   ბიზნეს პროცესის უწყვეტობის მიზნებისათვის, ბიზნეზზე ზემოქმედების ანალიზის შესრულება;

  • ბიზნეს პროცესის უწყვეტობაზე, მაღალი გავლენის მქონე მოვლენებისათვის ბიზნესის უწყვეტობის გეგმის ინიციატივების შემუშავება და განხილვა ბიზნეს-კურატორთან ერთად; 

  • ბიზნეს მიმართულების ჭრილში, რისკის მართვაზე პასუხისმგებელი პოზიციების მიერ შესრულებული პროექტების ვალიდაცია;

  •   რისკის მინიმიზაციის ინიციატივების წარდგენა ბიზნესთან და რისკის მინიმიზაციის პროექტების მართვა-იმპლემენტაცია;

  •   საკვანძო რისკის ინდიკატორების შემუშავება და მონიტორინგი;

  •   საოპერაციო რისკის შესახებ რეპორტინგის წარმოება რისკის პროფილის შესახებ ბიზნეს მიმართულების საკვანძო პოზიციებთან;

  •   Key stakeholder-ებთან რისკის ცნობადობის პროგრამების აქტივობების ორგანიზება და რისკის კულტურის დანერგვა;


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

უმაღლესი განათლება ტექნიკური, ეკონომიკური, საბანკო, იურიდიული მიმართულებით;

 

სამუშაო გამოცდილება:

·        მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში რისკების, IT, აუდიტის, შიდა კონტროლის ან შესაბამისობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.


 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  •    საბანკო რეგულაციების ცოდნა;

  •    დეტალებზე ორიენტირებულობა;

  •   შრომისმოყვარეობა - მოტივირებულობა;

  •    პასუხისმგებლიანობა - შედეგზე ორიენტირება;

  •  მიმღებლობა და ღიაობა უკუკავშირის მიმართ;

  •   ცვლილებებთან და სიახლეებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

  •   უწყვეტი სწავლისა და განვითარებისადმი სწრაფვა;

  •   კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;

  •   დროის/პრიორიტეტების ეფექტურად განაწილების უნარი;

  • ნდობა და პატივისცემა კოლეგების და მომხმარებლების მიმართ - გუნდური მოთამაშე;

  •  მოსმენის და დარწმუნების უნარი;

  •  ანალიტიკური უნარები;

  •   პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა - სიახლის და მუდმივი გაუმჯობესების სურვილი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, ,

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით