სს ,,საქართველოს ბანკის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტი აცხადებს საკრედიტო მონიტორინგის რეგიონალური მენეჯერი ვაკანსიას.


დეპარტამენტის მიზანია თაღლითობის რისკის მართვა ბანკის მასშტაბით.


პოზიციის ძირითადი ფუნქციები:


მონიტორინგის მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, მათ შორის:

  • საკრედიტო ოპერაციების შესახებ, ანალიტიკური სამსახურის მიერ მომზადებული პერიოდული ანგარიშგების ფორმების ანალიზი, საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიკაცია;

  • ბანკის საკრედიტო პორტფელის გირაოში არსებული აქტივების პერიოდული ინვენტარიზაცია და მონიტორინგი;

  • ბანკის კლიენტებთან ან მესამე მხარეებთან შეხვედრა (შემოწმების პროგრამით გათვალისწინებული საბანკო ოპერაციების შესწავლის თუ დადასტურების მიზნით);

  • პირველადი ინფორმაციის მოძიება, ინფორმაციების მოპოვება და შესწავლა;

  • თანდაყოლილი თაღლითობის რისკებისა და არსებული კონტროლის მექანიზმების იდენტიფიკაცია, ეფექტიანობის შეფასება და ხარვეზების დადგენა;

  • რეკომენდაციების შემუშავება კონტროლის გარემოს გაუმჯობესებაზე;

  • თაღლითობის აღმოჩენისა და თავიდან ასაცილებელი მექანიზმების/რისკის ინდიკატორების შემუშავებაში მონაწილეობა;

  • დარღვევების/ნაკლოვანებების გამოსწორებისთვის საჭირო ღონისძიებათა შესრულების მონიტორინგი.

  • ბიზნეს სესხების ანალიზი/მონიტორინგი, მათ შორის სესხის ადგილზე გადამოწმება;

  • მსესხებელთან და სესხის გამცემ იუზერთან ინტერვიუს წარმოება, გაცემული/დაუარებული სესხის დეტალების შესწავლის მიზნით.

  • კონკრეტული საკითხის შესწავლის შედეგად მიღებული შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი შემდეგი სპეციალობით: ფინანსური მენეჯმენტი, ბუღალტრული აღრიცხვა, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა.


სამუშაო გამოცდილება: ბიზნეს დაკრედიტების ან/და რისკების მიმართულებით მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება.


დამატებითი მოთხოვნა:

B კატეგორიის მართვის მოწმობა.


ცოდნა და უნარები:

  • ბანკის რისკის მართვის პროცესის და კონტროლის სისტემების ცოდნა/სამუშაო გამოცდილება

  • საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულაციები და შეზღუდვები

  • საქართველოს კანონი კომერციული ბანკების შესახებ

  • საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

  • Microsoft Office Software ცოდნა

  • გუნდური მუშაობის უნარი

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი

  • პრინციპულობა, ობიექტურობა, ორგანიზებულობა

  • მცირე დეტალებზე ორიენტირებულობა/ დაკვირვებულობა

  • თვითგანვითარებისკენ სწრაფვა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 2026 წლის 15 ივნისი.


გამოაგზავნეთ განაცხადი