სს „საქართველოს ბანკის“ შიდა კონტროლის და ტრანზაქციების მიმართულება აცხადებს ვაკანსიას - საკრედიტო მონიტორინგის რეგიონალური ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.


პოზიციის მიზანი:
რეგიონალური საკრედიტო მონიტორინგის პროცესების ორგანიზება და მართვა, თაღლითობის რისკების პრევენცია და კონტროლის ხარისხის ამაღლება, ბიზნეს პროცესების ეფექტიანობის მხარდაჭერა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • მონიტორინგის ჯგუფის მართვა, სამუშაო ამოცანების განაწილება, შესრულების და ხარისხის კონტროლი

  • თაღლითობის რისკების იდენტიფიკაცია, პრევენციული და სადეტექციო სისტემების დანერგვა

  • თაღლითური ინციდენტების გამოვლენა, ანალიზი, რეაგირება და რისკების მიტიგაცია

  • დარღვევების ანალიზი და სამოქმედო გეგმების მომზადება

  • ანგარიშგების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტსა და მარეგულირებელ სტრუქტურებთან

  • გუნდის განვითარება, ქოუჩინგი, შესრულების შეფასება და მოტივაციის მხარდაჭერა

  • ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრი, სასურველია მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში, ფინანსებში, საბანკო ან ბიზნეს სფეროში

  • მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში, მათ შორის მენეჯერული პოზიცია

  • ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და გადაწყვეტილების მიღების უნარები

  • კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური B1 დონე სასურველია

  • MS Office-ისა და კორპორატიული სისტემების ცოდნა


გამოგვეხმაურეთ 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

გამოაგზავნეთ განაცხადი