ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

 

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საკრედიტო აქტივებისა და საინვესტიციო ქონების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო აქტივების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

·    ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან კომპანიის დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად.

·    საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასა და პრობლემების ანალიზთან დაკავშირებული ყოველდღიური რეპორტინგის უზრუნველყოფა.

·     ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან კომპანიის დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად.

·    საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასა და პრობლემების ანალიზთან დაკავშირებული ყოველდღიური რეპორტინგის უზრუნველყოფა. ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა და მისი ხარისხის გაუმჯობესება — ვადაგადაცილების მქონე მსესხებლებთან და შესაბამის უფლებამოსილ პირებთან   კომუნიკაცია , შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვით. მათთან შეხვედრის, ვიზიტის დაგეგმვა და ორგანიზება.

·       მსესხებლის მართვის პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება:  ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით);

სასურველი სამუშაო გამოცდილება:

საბანკო ან იურიდიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

საჭირო უნარები და ცოდნა:

· ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;· Microsoft Word და Excel პროგრამების კარგად ცოდნა;· პრობლემურ მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას;· მოწესრიგებულობა, თავაზიანობა და შრომისმოყვარეობა.


შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდში, რომ არასდროს გაჩერდე და მუდამ გქონდეს უსაზღვრო შესაძლებლობები!

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19 მაისი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი