“საქართველოს ბანკის” საოპერაციო მიმართულება აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

-     დეპარტამენტის სტრატეგიის დაგეგმვა, ბანკის სტრატეგიის შესაბამისად;

-   საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტის ბიზნეს ერთეულების პროცესების ფორმირება, ოპტიმიზაცია და მუდმივი გაუმჯობესება დეპარტამენტის და ბანკის საერთო ბიზნეს ამოცანების შესაბამისად;

საკრედიტო პროდუქტების ადმინისტრირების პროცესების მართვა, მონიტორინგი, ეფექტურობის უზრუნველყოფა და სისტემური გაუმჯობესების გზების მუდმივი ძიება;

-     დეპარტამენტის სერვისების ანალიტიკური ანალიზი, ფაქტებზე და ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;

-  დეპარტამენტის მიერ სერვისის მიწოდების ვადების კონტროლი და მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა, შესრულებლის მაჩვენებელში გამოწვევების არსებობის შემთხვევაში მიზეზების სიღრმისეული იდენტიფიცრება და მათ აღმოფხვრის უზრუნველყოფა;

-     დეპარტამენტის სერვისის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, მისი გაუმჯობესების მუდმივი გზების ძიება;

-  სამუშაო პროცესში შემაფერხებელი გარემოებების/პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება. საჭიროებისას, შესაბამისი ესკალაციის განხორციელება;

-     საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტისთვის განსაზღვრულ BCM პროექტებში ჩართულობა;

-  კონტროლის ეფექტურობის გასაზრდელად და სერვისის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ინიციატივების შემუშავება, დანერგვის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და შედეგების გაზიარება მენეჯმენტთან;

-      გუნდში ჯანსაღი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტურებული კორპორატიული გარემოს შენარჩუნების მონიტორინგი;

-      თანამშრომელთა განვითარება: ქოუჩინგი/მენტორინგი, მოტივირება, შესრულების შეფასება და საჭირო ტრეინინგების განსაზღვრა;

-      ბანკის ჭრილში სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კოლაბორაცია;

-      დეპარტამენტის შედეგობრივი მაჩვენებლების რეპორტინჯი მენეჯმენტთან.

 

სამუშაო გამოცდილება:  ბანკში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 2 წელი სამსახურის უფროსის, დირექტორის ან მოადგილის პოზიციაზე;

ფინანსურ სექტორში მუშაობის და სისტემური მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

 

სასურველი კანდიდატის პროფაილი:

-    სტრატეგიული და ტაქტიკური ანალიზის უნარი;

-    გადაწყვეტილების მიღების და პრობლემების გადაჭრის კარგად განვითარებული უნარები;

ძლიერი ლიდერული უნარები - საერთო სურათის ხედვის და გაზიარების უნარი, თამშრომლების მოტივაციის, განვითარების, კონსულტირების და მენტორინგის უნარი;

-     ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის უნარი.


ველოდებით შენს გამოხმაურებას 2024 წლის 18 ივლისამდე.

წარმატებები!

გამოაგზავნეთ განაცხადი