საინკასაციო პროცესების მხარდაჭერის ოფიცერი- ფოთი
სს „საქართველოს ბანკის“ ნაღდი ფულის და ფასეულობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საინკასაციო პროცესების მხარდაჭერის ოფიცრის თანამდებობაზე ფოთში.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
• გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
• ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
• თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში;
• გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:
• მონაწილეობას მიიღებ საკასო/საინკასაციო პროცესებში და წარმართავ შესაბამის ოპერაციებს;
• მოამზადებ ნაღდი ფულის საინკასაციო ჩანთებს;
• უზრუნველყოფ ნაღდი ფულის საინკასაციო ჩანთების მიღებას, გადატანას, შენახვას, გადაცემას თუ დახარისხებას;
• უზრუნველყოფ მარაგების მონიტორინგს;
• წარმართავ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებასა და ნაღდი ფულის გადათვლას;
• ჩაერთვები საკასო/საინკასაციო ოპერაციების მხარდაჭერის პროცესში წარმოქმნილ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების პროცესში;
• აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან/სასაწყობე საქმიანობასთან დაკავშირებული მუშაობის გამოცდილება;
ცოდნა და უნარები:
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook);
• ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე;
• ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია: აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს სხვადასხვა წონის მქონე ფულის ტომრების გადატანა/გადაადგილებას.
ჩვენ გთავაზობთ:
• დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + წლიურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად;
• განვითარების შესაძლებლობას როგორც ფულისა და ფასეულობების დეპარტამენტში, ასევე - ბანკის მასშტაბით.
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი 2024.