საინკასაციო პროცესების მხარდაჭერის მოლარე- თბილისი
სს „საქართველოს ბანკის“ ნაღდი ფულის და ფასეულობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საინკასაციო პროცესების მხარდაჭერის მოლარის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
საკასო/საინკასაციო ოპერაციების წარმოება და მხარდაჭერა;
ნაღდფულიანი საინკასაციო ჩანთების მომზადება;
ნაღდფულიანი საინკასაციო ჩანთების მიღება, გადატანა, შენახვა, გადაცემის უზრუნველყოფა;
საინკასაციო ჩანთების დახარისხება, მარაგების კონტროლი;
ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირება;
ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირება;
საკასო/საინკასაციო ოპერაციების მხარდაჭერის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გამოვლენა და გამოვლენილ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება;
პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე შესასრულებელი ამოცანების შესახებ;
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი განათლება;
სამუშაო გამოცდილება:
სასურველია სალაროსთან/საწყობში მუშაობის გამოცდილება;
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook, Internet) მომხმარებლის დონეზე;
ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე;
ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
დატვირთული განრიგით მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია: აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს სხვადასხვა წონის მქონე ფულის ტომრების გადატანა/გადაადგილებას და შესაბამისად საჭიროებს ფიზიკურ ძალას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 დეკემბერი, 2023.