სს ,,საქართველოს ბანკისდაგროვილი ქონების მართვის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, მოლაპარაკებების წარმოება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;

  • ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა ეფექტური პროცესების უზრუნველსაყოფად;

  • ინდივიდუალური მიდგომების შემუშავება და განხორციელება არსებული პორტფელის ზრდისა და კლიენტთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით;

  • ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობათა იდენტიფიცირება საერთაშორისო ბაზრებზე და მათი პრაქტიკაში დანერგვა;

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა;

  • პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა, განახლება და სისტემური მართვა;

  • კონკურენტული გარემოს ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

  • პროდუქტებისა და მომსახურებების პრეზენტაციების მომზადება და წარმართვა საერთაშორისო აუდიტორიისთვის;

  • ფინანსური და სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით კონტრაქტების/ხელშეკრულებების შეთანხმებაში მონაწილეობა;

  • საერთაშორისო კონფერენციებსა და მივლინებებში მონაწილეობა საჭიროებისამებრ.

მოთხოვნები:

განათლება:

  • უმაღლესი (საბანკო საქმე, ფინანსები, მენეჯმენტი ან შესაბამისი მიმართულება)

ცოდნა:

  • ინგლისური – ძალიან კარგი

  • საბანკო/ფინანსური სფეროს ცოდნა

  • კომპიუტერული პროგრამები: Excel, PowerPoint

დამატებითი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში და/ან გაყიდვებში;

  • შესაბამისი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი საერთაშორისო წესების ცოდნა.

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • კომუნიკაბელურობა;

  • პრეზენტაციის უნარი;

  • გუნდურად მუშაობის უნარი;

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • კრეატიული აზროვნება;

გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით.


წარმატებებს გისურვებთ!

გამოაგზავნეთ განაცხადი