საქართველოს ბანკის ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტში საწყობის უფროსს ვეძებთ.


ძირითადი მოვალეობები:


  • საწყობის ეფექტურად მართვა ბანკში არსებული პროცესების და პროცედურების შესაბამისად;

  • საწყობში მიმდინარე პროცესების და ტექნიკური ოპერაციების ( მიღება, გაცემა, დასაწყობება) ზედახმედველობა და პროცესის კონტროლი;

  • სასაწყობე ფართის ეფექტურად ათვისებისთვის საჭირო საუკეთესო პრაქტიკების იმპლემენტაცია;

  • საწყობისთვის საჭირო ეფექტური საოპერაციო პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება და განხორციელება;

  • საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმვა და პროცესის კონტროლი;

  • საჭირო რეპორტების წარმოება;

  • უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

  • უმაღლესი განათლება;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

  • საწყობის მართვის პროგრამებში ( მაგალითად WMS ) მუშაობის გამოცდილება.


საჭირო ცოდნა და უნარები:


  • პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივების განხორციელების უნარი

  • სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • საწყობის მართვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფებში; მუშაობის გამცდილება;

  • დეტალებზე ორიენტირებული;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • გუნდის მართვის უნარი;


გამოხმაურებას ველით 2025 წლის 12 ივნისამდე!

გამოაგზავნეთ განაცხადი