ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“  შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საწყობის კატეგორიის უმცროსი მენეჯერისპოზიციაზე;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ინვენტარის დროულად და სწორად მიღება;

  • მოთხოვნილი ძირითადი საშუალებების და სახარჯი მასალების გამზადება, მიწოდების სამსახურისთვის ჩაბარება;

  • აღწერაში მონაწილეობის მიღება;

  • გუნდის წევრებს შორის სამუშაოს ეფექტური გადანაწილება;

  • ელექტრო ამწეების სწორი ექსპლუატაცია;

  • მარაგების სასაქონლო სახის შენარჩუნება;


 სამუშაო გამოცდილება:

სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის მინ. 3 თვიანი გამოცდილება.


სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივების განხორციელების უნარი;

  • სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებული;

  • ანალიტიკური აზროვნება;

საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე განაცხადი 3 მარტი, 2026.


გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით