სს „საქართველოს ბანკის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საწყობის ლოჯისტიკის უმცროსი მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.
სამუშო ლოკაცია: ლილო (თანამშრომლის ტრანსპორტირებას ბანკი უზრუნველყოფს ახმეტელის და სამგორის ტერიტორიებიდან)
ძირითადი მოვალეობები:
საწყობის დაქვემდებარებული ნაწილის ეფექტურად მართვა ბანკში არსებული პროცესების და პროცედურების შესაბამისად;
საწყობში მიმდინარე პროცესების და ტექნიკური ოპერაციების (მიღება, გაცემა, დასაწყობება) შესრულება.
სასაწყობე ფართის ეფექტურად ათვისებისთვის საჭირო საუკეთესო პრაქტიკების იმპლემენტაცია;
საწყობში ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
საჭირო რეპორტების წარმოება;
უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: საშუალო
სამუშაო გამოცდილება: მარაგების მართვის პროგრამაში მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივების განხორციელების უნარი;
სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების და პრობლემების გადაჭრის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებული;
ანალიტიკური აზროვნება;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 ივნისი, 2024.