სს „საქართველოს ბანკის“ შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საწყობის კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.
სამუშო ლოკაცია: ლილო (თანამშრომლის ტრანსპორტირებას ბანკი უზრუნველყოფს ახმეტელის და სამგორის ტერიტორიებიდან)
ძირითადი მოვალეობები:
- ინვენტარის მიღების და დასაწყობების ორგანიზება;
- მიღებული ინვენტარის დაშტრიხკოდების ორგანიზება;
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
- ბანკში არსებული შინაგანაწესის დაცვა;
- საწყობის დაქვემდებარებული ნაწილის ეფექტურად მართვა ბანკში არსებული პროცესების და პროცედურების შესაბამისად;
- სასაწყობე ფართის ეფექტურად ათვისებისთვის საჭირო საუკეთესო პრაქტიკების იმპლემენტაცია;
- საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმვა და პროცესის კონტროლი;
- საჭირო რეპორტების წარმოება;
- უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: საშუალო
სამუშაო გამოცდილება: სასურველია საწყობში ან/და ლოგისტიკაში საშუალო ან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
· მარაგების მართვის პროგრამაში მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
- შრომისმოყვარეობა
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობა;
- პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივების განხორციელების უნარი;
- სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- საწყობის მართვის საჭირო პროგრამებში მუშაობის გამცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 24 აპრილი 2025