ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.





სს ,,საქართველოს ბანკის'' შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტში ვეძებთ დაინტერესებულ კანდიდატებს საწყობის დამხმარეს პოზიციაზე თბილისში

 

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ

  • გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;

  • ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;

  • თავს კომფორტულად გრძნობ მეგობრულ გარემოში;

  • გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა


შენს მოვალეობაში შევა

  • საწყობში შემოსული ნივთების მანქანიდან გადმოტვირთვა, სპეციალურად გამოყოფილ ადგილამდე მიტანა, დაშტრიხკოდება, პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა

  • საწყობიდან გასაცემი ინვენტარის აგროვება და გაცემის ზონაში გატანა.

  • გასაცემი ინვენტარის მანქანაზე დატვირთვა.

 

ამისთვის დაგჭირდება

  • ორგანიზებულობა

  • კომუნიკაბელურობა

  • გუნდურობა

  • ფიზიკური სიძლიერე


სასურველია გქონდეს

  • საწყობში მუშაობის გამოცდილება


საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე განაცხადი 4 ივლისი , 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი