სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი (RBB)აცხადებს ვაკანსიას საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე, სამუშო არეალი შიდა-ქართლი,სამცხე- ჯავახეთი.



ძირითადი მოვალეობები:


  •   დაქვემდებარებული საკრედიტო ჯგუფების მართვადაგეგმვა, ტრენინგი, გაყიდვების მხარდაჭერა;

  • საკრედიტო პორტფელის რაოდენობრივი და მოცულობითი ზრდის მხარდაჭერა;

  • მიკრო საკრედიტო ექსპერტებისა და ჯგუფების ეფექტურობის გაზრდა;

  • ჯგუფების მხარდაჭერა ადგილზე;

  •  საცალო ბიზნესის დაკრედიტების ბაზრის მონიტორინგი, ანალიზი;

  •   დეპარტამენტის პროცედურების შემუშავება და ოპტიმიზაცია;

  • გაყიდვების ზრდის მიმართულებით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

  • საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების ზრდის ხელშეწყობის მიზნით კლიენტებთან ურთიერთობა;

  • საჭიროების შემთხვევაში საკრედიტო კომიტეტს და დაქვემდებარებულ ჯგუფებს შორის შუამავალი რგოლის ფუნქციის შესრულება;



სავალდებულო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, ბაკალავრის ხარისხი, სასურველია მაგისტრის ხარისხი,ეკონომიკის ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით.


სამუშაო გამოცდილება: მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.



სავალდებულო ცოდნა, უნარები:


  • მენეჯმენტის ძირითადი საფუძვლები;

  • გაყიდვების ტექნიკა;

  • ბიზნეს საქმიანობის ძირითადი პრინციპები;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

  • გამოხატული მენეჯერული უნარები: თანამშრომლების შეფასების, მართვის, მოტივაციის უნარი;

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები, როგორც წერით, ასევე ზეპირი;

  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების, გადაწყვეტილების მიღების უნარი;

  • პროექტის მართვის უნარი;

  • დროის, სამუშაოს დაგეგმვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარები;

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, ინიციატივა, კრეატულობა.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა,8 დეკემბერი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით