სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი (RBB) აცხადებს ვაკანსიას საცალო ბიზნესის პროცესებისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი


პოზიციის მიზანი: საცალო ბიზნესის მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია და მათი შემდგომი განვითარება.

 

ძირითადი მოვალეობები:


  •  საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტები გაყიდვების პროცესის მართვა;

  • არსებული პროდუქტების პირობების და პროცესების გამართვა/გამარტივება/ცვლილება/ოპტიმიზირება;

  • ახალი პროდუქტების პირობების და პროცესების შედგენა/შეთანხმება/გამართვა;

  • საკრედიტო პროდუქტების/პირობების და პროცესების შიდა და გარე რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა;

  •  საკრედიტო პორტფელის ზრდის/კლების კონტროლი, ტენდენციების გამოვლენა;

  • პერიოდული აქციების დაგეგმვა;

  • საკრედიტო პროდუქტების პრობლემური პორტფელის მართვა;

  • პრობლემური სესხების პორტფელის მართვის პროცესის გამართვა/გამარტივება/ცვლილება/ოპტიმიზირება;

  • პრობლემური სესხების პორტფელის ზრდის/კლების კონტროლი, ტენდენციების გამოვლენა;

  • პერსონალის მართვის პროცესში მონაწილეობა და მხარდაჭერა;



სავალდებულო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/მარკეტინგი/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;



სამუშაო გამოცდილება:

აუცილებელია ბიზნეს სესხების ან საკრედიტო რისკების განხრით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში.



სავალდებულო ცოდნა, უნარები:


  •  ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად, ინგლისური და რუსული კარგად

  •  გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • დროის მენეჯმენტი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • პრიორიტეტების განსაზღვრის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

  • ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;

  •  საოფისე პროგრამების ცოდნა.


გამოხმაურებას ველოდებით 2024 წლის 12 სექტემბრამდე.


წარმატებებს გისურვებთ!


გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით