საქართველოს ბანკის შიდა კონტროლის და ტრანზაქციების მიმართულება აცხადებს ვაკანსიას საბანკო ტრანზაქციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის (Banking Transactions Management Department)-ის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • დეპარტამენტის სტრუქტურის, პოლიტიკის და ბიზნეს პროცესების ფორმირება და მუდმივი განახლება ბანკის სტრატეგიისა და ბიზნეს ამოცანების შესაბამისად;

  • დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და პერსონალის ხარჯების (ხელფასი, ბონუსი, ტრენინგები, ვაკანსიები) კონტროლი;

  • დეპარტამენტის ანგარიში უშუალო მენეჯერთან, შიდა და გარე მარეგულირებლებთან სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

  • დეპარტამენტის მიზნების განსაზღვრა ბანკის ბიზნეს ამოცანების საფუძველზე და მათი შესრულების უზრუნველყოფა;

  • პროცესების ოპტიმიზაციის, ავტომატიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის ინციატივების დაგეგმვა და განხორციელება;

  • თანამშრომელთა განვითარების, შეფასებისა და მოტივაციის სისტემის უზრუნველყოფა;

  • შიდა პოლიტიკების და რეგულაციების შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ეროვნული ბანკის/შიდა რეგულაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა;

  • ბანკის სხვადასხვა მიმართულებებთან მუდმივი კოორდინაცია;

  • ბაზრის დინამიკის, საკანონმდებლო და საბაზრო სიახლეების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტისთვის.

სამუშაო გამოცდილება:

  • საბანკო სექტორში მუშაობის  გამოცდილება, სასურველია საბანკო ოპერაციების, ტრანზაქციების მართვის, მომხმარებელთა მომსახურების ან საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება;

  • პროცესების გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის პროექტების მართვის გამოცდილება;

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

  • კომპლექსური პროცესებისა და მრავალფუნქციური გუნდების მართვის გამოცდილება;

კომპეტენცია და უნარები:

  • პროცესების ეფექტიანობის ზრდისა და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება;

  • ძლიერი მართვისა და ლიდერობის უნარები;

  • ანალიტიკური, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;

  • გადაწყვეტილების სწრაფად და სწორად მიღების, პრობლემების გადაჭრის, კონფლიქტური სიტუაციების მართვის და კომუნიკაციის მაღალი უნარები;

  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 26 ივნისის ჩათვლით!


გამოაგზავნეთ განაცხადი