"საქართველოს ბანკის" საოპერაციო რისკიების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას რისკ პარტნიორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
საოპერაციო რისკის მართვა შერჩეული ბიზნეს მიმართულებების ჭრილში;
საოპერაციო რისკების და კონტროლების იდენტიფიკაცია-შეფასების პროგრამების წარმოება;
საოპერაციო რისკის მოვლენის Root-cause ანალიზი;
ახალი პროდუქტების/არხების შემუშავების, ცვლილებების კონცეფციებისა და ბიზნეს-პროექტებისათვის საოპერაციო რისკების შეფასება;
რისკის ესკალაციის პროცესის კოორდინაცია და ორგანიზება;
რისკის მინიმიზაციის ინიციატივების წარდგენა ბიზნესთან და რისკის მინიმიზაციის პროექტების მართვა-იმპლემენტაცია;
საკვანძო რისკის ინდიკატორების შემუშავება და მონიტორინგი;
საოპერაციო რისკის შესახებ რეპორტინგის წარმოება;
Key stakeholder-ებთან რისკის ცნობადობის პროგრამების აქტივობების ორგანიზება და რისკის კულტურის დანერგვა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ტექნიკური, ეკონომიკური, საბანკო, იურიდიული მიმართულებით;
ინგლისური ენის ცოდნა;
სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში რისკების, აუდიტის, შიდა კონტროლის ან შესაბამისობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
საბანკო რეგულაციების ცოდნა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
უწყვეტი სწავლისა და განვითარებისადმი სწრაფვა;
კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;
დროს/პრიორიტეტების ეფექტურად განაწილების უნარი;
მოსმენის და დარწმუნების უნარი;
პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა - სიახლის და მუდმივი გაუმჯობესების სურვილი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 1 მაისი, 2025