„საქართველოს ბანკის“ საოპერაციო რისკის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას რისკ-პარტნიორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
საოპერაციო რისკის მართვა შერჩეული ბიზნეს მიმართულებების ჭრილში;
საოპერაციო რისკების და კონტროლების იდენტიფიკაცია-შეფასების პროგრამების წარმოება;
საოპერაციო რისკის მოვლენის Root-cause ანალიზი;
სცენარული ანალიზის პროგრამის წარმოება;
ახალი პროდუქტების/არხების შემუშავების, ცვლილებების კონცეფციებისა და ბიზნეს-პროექტებისათვის საოპერაციო რისკების შეფასება;
რისკის ესკალაციის პროცესის კოორდინაცია და ორგანიზება;
რისკის რეაგირების გადაწყვეტილებების მონიტორინგი და შეფასება
ბიზნეს პროცესის უწყვეტობის მიზნებისათვის, ბიზნეზზე ზემოქმედების ანალიზის შესრულება;
ბიზნეს მიმართულების ჭრილში, რისკის მართვაზე პასუხისმგებელი პოზიციების მიერ შესრულებული პროექტების ვალიდაცია;
საკვანძო რისკის ინდიკატორების შემუშავება და მონიტორინგი;
საოპერაციო რისკის შესახებ რეპორტინგის წარმოება რისკის პროფილის შესახებ ბიზნეს მიმართულების საკვანძო პოზიციებთან;
Key stakeholder-ებთან რისკის ცნობადობის პროგრამების აქტივობების ორგანიზება და რისკის კულტურის დანერგვა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი განათლება ტექნიკური, ეკონომიკური, საბანკო, იურიდიული მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება:
· მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში რისკების, აუდიტის, შიდა კონტროლის ან შესაბამისობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
საბანკო რეგულაციების ცოდნა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
მიმღებლობა და ღიაობა უკუკავშირის მიმართ;
უწყვეტი სწავლისა და განვითარებისადმი სწრაფვა;
კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;
დროის/პრიორიტეტების ეფექტურად განაწილების უნარი;
ნდობა და პატივისცემა კოლეგების და მომხმარებლების მიმართ - გუნდური მოთამაშე;
ანალიტიკური უნარები;
პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა - სიახლის და მუდმივი გაუმჯობესების სურვილი.
გამოხმაურებას ველოდებით 2024 წლის 17 ოქტომბრამდე.
წარმატებებს გისურვებთ!