საქართველოს ბანკის საოპერაციო რისკიების მართვის დეპარტამენტში, ვეძებთ რისკ პარტნიორა.


ძირითადი ფუნქციები:

  • საოპერაციო რისკის მართვა შერჩეული ბიზნეს მიმართულებების ჭრილში;

  • საოპერაციო რისკების და კონტროლების იდენტიფიკაცია-შეფასების პროგრამების წარმოება;

  • ახალი პროდუქტის, საქმიანობის, პროცესების და სისტემების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით წარმოებული პროექტების საოპერაციო რისკების შეფასება

  • მესამე მხარეებთან დაკავშირებული რისკების შეფასება და რისკების გადაფასება გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში;

  • რისკის ესკალაციის პროცესის კოორდინაცია და ორგანიზება;

  • რისკის მინიმიზაციის ინიციატივების წარდგენა ბიზნესთან და რისკის მინიმიზაციის პროექტების მართვა-იმპლემენტაცია;

  • საოპერაციო რისკის შესახებ რეპორტინგის წარმოება;

  • Key stakeholder-ებთან რისკის ცნობადობის პროგრამების აქტივობების ორგანიზება და რისკის კულტურის დანერგვა.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური, ეკონომიკური, საბანკო, იურიდიული მიმართულებით;

  • საბანკო სექტორის მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა;

  • ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა.


სამუშაო გამოცდილება:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში რისკების, აუდიტის, შიდა კონტროლის ან შესაბამისობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

  • საგადახდო ეკოსისტემის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება.


სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • ლიდერობისა და პროექტების მართვის უნარები;

  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის, არგუმენტირებული მსჯელობისა და დარწმუნების უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • კრიზისულ სიტუაციებზე დროული რეაგირებისა და მათი ეფექტიანად გამკლავების უნარი;

  • ინიციატივების წარმოდგენის უნარი;

  • დროს/პრიორიტეტების ეფექტურად განაწილების უნარი;

  • პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა - სიახლის და მუდმივი გაუმჯობესების სურვილი.


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 12 ივნისამდე!

გამოაგზავნეთ განაცხადი