საქართველოს ბანკისსაოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში, ვეძებთ ინფორმაციული უსაფრთხოების რისკ პარტნიორის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:

  • ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის პოლიტიკით განსაზღვრული სტრატეგიის თანმიმდევრული განხორციელების ზედამხედველობა;

  • ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა/პროცედურების ზედამხედველობა

  • ინფორმაციული უსაფრთხოების და კიბერ რისკების რეესტრის მონიტორინგი და პერიოდული გადახედვა/გადაფასება

  • მესამე მხარეებთან დაკავშირებული ტექნოლოგიური და ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასებისა და გადაფასების გეგმიური მონიტორინგში ჩართულობა

  • ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება.

  • ინფორმაციული, კიბერ და ტექნოლოგიური უსაფრთხოების რეალიზებული მოვლენის Root-cause ანალიზში ჩართულობა და რეკომენდაციების გაცემა;

  • რისკის მინიმიზაციის ინიციატივების წარდგენა ბიზნესთან და რისკის მინიმიზაციის პროექტების მართვა-იმპლემენტაცია;

  • რისკის ესკალაციის პროცესის კოორდინაცია და ორგანიზება;

  • საკვანძო რისკის ინდიკატორების მონიტორინგი;

  • ინფორმაციული უსაფრთხოების, IT და AI რისკების მართვის საუკეთესო პრაქტიკისა და მარეგულირებელი მოთხოვნების (მაგ. ISO 42001, COBIT, NIST AI RMF) კვლევა და ბანკში დანერგვის კოორდინაცია.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კომპიუტერულ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროში;

  • ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისა და ჩარჩოების (მაგ., ISO 27001, NIST, COBIT, PCI DSS) ცოდნა;

  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტექნოლოგიებისა და სისტემების (მაგ., SIEM, IDS/IPS, DLP, PAM, Vulnerability Management) პრინციპების ცოდნა;

  • შესაბამისი პროფესიული სერტიფიკატების (მაგ., CISA, CISM, CRISC, CISSP) ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

  • საბანკო სექტორის მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა;

  • ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება:

  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, IT რისკების ან IT ინფრასტრუქტურის მართვის მიმართულებით.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ლიდერობისა და პროექტების მართვის უნარები;

  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის, არგუმენტირებული მსჯელობისა და დარწმუნების უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • კრიზისულ სიტუაციებზე დროული რეაგირებისა და მათი ეფექტიანად გამკლავების უნარი;

  • ინიციატივიანობა;

  • დროს/პრიორიტეტების ეფექტურად განაწილების უნარი;

  • პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა - სიახლის და მუდმივი გაუმჯობესების სურვილი.


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 12 ივნისამდე!


გამოაგზავნეთ განაცხადი