საქართველოს ბანკის რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის სამსახური აცხადებს ვაკანსიას რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მოსალოდნელი საკრედიტო ზარალების შეფასება და ანალიზი;

  • მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოდელების განახლება და ანალიზი;

  • IFRS9 და ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

  • სცენარული ანალიზი, რეზერვებზე შესაძლო გავლენის შესაფასებლად;

  • დარეზერვებაში გამოყენებული მონაცემების ხარისხის მუდმივი კონტროლი;

  • საკრედიტო რისკის მიმართულებებთან კოორდინაცია კლიენტების ვალდებულებების IFRS კლასიფიკაციისთვის;

  • სხვადასხვა დაკავშირებულ მხარესთან რეპორტინგი და რეზერვების ადეკვატურობის დასაბუთება.


საკვალიფიკაცო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ეკონომიკის/ფინანსების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

  • სასურველია მონაცემთა დამუშავების, რეპორტინგის ან/და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

  • MS Excel-ის ცოდნა.


აუცილებელი უნარები:

  • ლოგიკური, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.



გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 25 ოქტომბრამდე.

გამოაგზავნეთ განაცხადი