საქართველოს ბანკის“ რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის სამსახური აცხადებს ვაკანსიას რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • მოსალოდნელი საკრედიტო ზარალების შეფასება და ანალიზი;

  • მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოდელების განახლება და ანალიზი;

  • IFRS9 და ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

  • სცენარული ანალიზი, რეზერვებზე შესაძლო გავლენის შესაფასებლად;

  • სხვადასხვა დაკავშირებულ მხარესთან პრეზენტაცია;

  • სხვადასხვა დაკავშირებულ მხარესთან რეპორტინგი და რეზერვების ადეკვატურობის დასაბუთება;

  • დარეზერვებაში გამოყენებული მონაცემების ხარისხის მუდმივი კონტროლი;

  • საკრედიტო რისკის მიმართულებებთან კოორდინაცია კლიენტების ვალდებულებების სწორი IFRS კლასიფიკაციისთვის.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, მათემატიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით ან ბაკალავრის III/IV კურსის სტუდენტი ამავე მიმართულებებით.

  

ცოდნა და უნარები:

  • სტატისტიკური ანალიზის და მოდელირების უნარი

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;

  • რეპორტების / პრეზენტაციების მომზადების ცოდნა;

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გუნდურად მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკსგამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 21 თებერვალი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით