რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის სპეციალისტი
„საქართველოს ბანკის“ რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის სამსახური აცხადებს ვაკანსიას რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალების შეფასება და ანალიზი;
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოდელების განახლება და ანალიზი;
IFRS9 და ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
სცენარული ანალიზი, რეზერვებზე შესაძლო გავლენის შესაფასებლად;
სხვადასხვა დაკავშირებულ მხარესთან პრეზენტაცია;
სხვადასხვა დაკავშირებულ მხარესთან რეპორტინგი და რეზერვების ადეკვატურობის დასაბუთება;
დარეზერვებაში გამოყენებული მონაცემების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
საკრედიტო რისკის მიმართულებებთან კოორდინაცია კლიენტების ვალდებულებების სწორი IFRS კლასიფიკაციისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, მათემატიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება:
სესხების დარეზერვების მიმართულებაში 1 წლიანი გამოცდილება; ან
პორტფელური რისკების მიმართულებაში 1 წლიანი გამოცდილება; ან
ფინანსური მოდელირების მიმართულებით 1 წლიანი გამოცდილება; ან
სტატისტიკურ მოდელირების მიმართულებით 1 წლიანი გამოცდილება;ან
რეპორტინგის მიმართულებით 1 წლიანი გამოცდილება;
პოზიციისთვის შესაბამისი ცოდნა და უნარები:
· სტატისტიკური ანალიზის და მოდელირების უნარი
· მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
· რეპორტების / პრეზენტაციების მომზადების ცოდნა;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 21 თებერვალი, 2025.