ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

 

სს ,,საქართველოს ბანკის“ მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას რესურსების დაგეგმვის ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი მოვალეობები: 

·       კონტაქტ ცენტრის ზარებისა და სხვა არხების (ჩატი, მეილი) მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზების მომზადება;

·       ცვლების დაგეგმვა და განრიგების მუდმივი განახლება;

·       რეალურ დროში მონიტორინგი — აგენტების დატვირთულობისა და ხელმისაწვდომობის კოორდინაცია;

·       KPI მაჩვენებლების რეგულარული ანალიზი და რეპორტინგი;

·       ანალიტიკური რეპორტების მომზადება;

·       მარკეტინგული კამპანიების და ბიზნეს აქტივობების მომართვიანობაზე გავლენის ანალიზი.

 

სავალდებულო მოთხოვნები: 

·       მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალიტიკურ პოზიციაზე;

·       Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Advanced);

·       SQL ან სხვა ანალიტიკური/დაგეგმვის ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;

·       ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები: 

·       პრობლემის ანალიზისა და მონაცემებზე დაფუძნებული, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

·       ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·       უპირატესობად ჩაითვლება სტატისტიკური მეთოდების (ARIMA, Exponential Smoothing, Regression Analysis) და Python/R-ის ცოდნა.

 

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება.

გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის, 25 აგვისტოს ჩათვლით!

 

გამოაგზავნეთ განაცხადი