სს საქართველოს ბანკის მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულების კომპენტენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას რესურსების დაგეგმვის ანალიტიკოსის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კონტაქტ ცენტრის რესურსების შესახებ რეპორტების წარმოება;

  • რეალურ დროში საოპერაციო მაჩვენებლების მონიტორინგი;

  • თანამშრომლების დატვირთვის მაჩვენებელზე დაკვირვება, გამოწვევების იდენტიფიცირება;

  • კონტაქტ ცენტრის რესურსების ეფექტურად დაგეგმარება;

  • რესურსების მართვის სისტემის განვითარება, საპროგნოზო მოდელის მუდმივი მონიტორინგი და მათი სიზუსტის გაუმჯობესებაზე მუშაობა;

  • კონტაქტ-ცენტრის ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელი მომართვიანობის საპროგნოზო მოდელის აწყობა;

  • რეკომენდაციების გაცემა რეკრუტირების პროცესის დაგეგმვის მიზნით;

  • Workforce Management სისტემების ეფექტიანი გამოყენება და გაუმჯობესება.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება: ბანკში გამოცდილება მინიმუმ 2 წელი

განათლება:უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება, ინფორმაციული ტექნოლოგიები)

კომპიუტერული პროგრამები:MS Office, უპირატესად ჩაითვლება SQL, ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

ენები:ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად


ცოდნა და უნარები:

  • ინფორმაციის ანალიზისა და დამუშავების უნარი

  • კრიტიკული აზროვნება და „დიდი სურათის“ დანახვის უნარი

  • ცვალებად გარემოში მარტივად ადაპტირების უნარი

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი

  • ანალიტიკური უნარები

  • დეტალებზე ორიენტირებულობა

  • ტექნიკური უნარები


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 8 ივნისი, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი