საქართველოს ბანკის პრემიალური საცალო საბანკო მიმართულებაში(SOLO), რეპორტინგისა და ანალიზის მენეჯერს ვეძებთ.

 

ძირითადი ფუნქციები:               

  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება;

  • არსებული, პერიოდული რეპორტების გაუმჯობესება / ახლის შექმნა;

  • კლიენტების და პროდუქტების ჭრილში სხვადასხვა სახის ანალიზის წარმოება;

  • მონაცემების ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა, პრობლემების იდენტიფიცირება;

  • ანალიტიკური რეპორტების / დეშბორდების შექმნა სხვადასხვა რეპორტინგ-პლატფორმების გამოყენებით. შესაბამის ბიზნეს ერთეულებთან კომუნიკაცია;

  • SOLO ბანკირებისთვის, მონაცემთა ბაზების განახლება/შექმნაში მონაწილეობა.

  

გამოცდილება:

გამოცდილება, მონაცემთა ბაზების დამუშავების, რეპორტინგის და/ან ანალიტიკის მიმართულებით, მინიმუმ 2 წელი.

 

რეპორტინგისა და ანალიზის მენეჯერის პოზიციაზე, ვფიქრობთ რომ დაგჭირდება შემდეგი ცოდნა და უნარები:

  • MS Excel;

  • SQL;

  • Power BI;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი;


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 27 თებრვლამდე!


გამოაგზავნეთ განაცხადი