„საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის და ანალიტიკის მენეჯერის პოზიციაზე ფულის და ფასეულობის მიმართულებაში:
ძირითადი ფუნქციები:
ინკასაციის მონაცემების ანალიზი და ფინანსური მოდელების აწყობის პროცესში ჩართულობა
ინკასაციის წერტილების ანალიზი და მარშრუტების ოპტიმალური დაგეგმვის პროცესის მართვა
ახალი კლიენტების ონბორდინგისას ტარიფების გამოთვლა და ოპტიმალური მარშრუტების აწყობა
ინკასაციის ხარჯების მონიტორინგი და რეპორტინგის წარმოება
Excel-ის ეფექტურად გამოყენება მონაცემების ანალიზისა და რეპორტინგისთვის
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ეკონომიკის, ბიზნესის, მათემატიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი ანალიტიკის, ოპტიმიზაციის ან რეპორტინგის მიმართულებით
ტექნიკური უნარები:
Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის უნარი
საჭირო უნარები:
ორგანიზებულობა
ყურადღება დეტალების მიმართ, სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება
ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა
პრობლემების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესება
რეპორტების / პრეზენტაციების მომზადების უნარი
გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა
სამუშაო განაკვეთი:
სამუშაო დრო: დილის 08:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 მარტი, 2025 წელი.