სს „საქართველოს ბანკის“ SME მიმართულება აცხადებს ვაკანსიას Reporting Manager- ის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • მონაცემთა დიდ ბაზებთან მუშაობა და სხვადასხვა სახის რეპორტების აწყობა/მომზადება;

  • არსებული რეპორტების კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფა და მათი გაუმჯობესება/ავტომატიზაცია;

  • რეპორტინგის პროცესების სტანდარტიზაცია, ერთიანი ლოგიკისა და მონაცემთა სისწორის დაცვა;

  • სხვადასხვა მონაცემების მოძიებაში ჩართულობა, ახალი საჭიროებების იდენტიფიცირება რეპორტინგის მიმართულებით და შემდგომი იმპლემენტაცია;

  • რეპორტინგის მოთხოვნების პრიორიტეტიზაცია შესაბამის მიმართულებებთან ერთად და შესრულების ვადების მართვა;

  • რეპორტების/დეშბორდების შექმნა სხვადასხვა რეპორტინგ პლატფორმის გამოყენებით, მათი პერიოდული გადახედვა და მონიტორინგი;

  • რეპორტებში ასახული მონაცემების საფუძველზე ძირითადი ტენდენციებისა და საყურადღებო გადახრების გამოკვეთა;

  • რეპორტების მოკლე კომენტარებით/მიგნებებით გამდიდრება დაინტერესებული მხარეებისთვის.


განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი.


სამუშაო გამოცდილება: რეპორტინგის მიმართულებით, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • MS Excel-ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • Power BI-ში რეპორტების/დეშბორდების შექმნის გამოცდილება;

  • SQL-ის (PL/SQL) პრაქტიკული ცოდნა;

  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პარალელური ამოცანების მართვის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მონაცემების სიზუსტეზე მაღალი პასუხისმგებლობა;

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  • ინგლისური ენის ცოდნა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19 აგვისტო, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით