სს ,,საქართველოს ბანკის'' ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური ინკასაციის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• საინკასაციო საქმიანობის ეფექტურად ორგანიზების პროცესში ჩართულობა და პროცესის ოპტიმიზაციისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა.
• რეგიონების მასშტაბით, ნაღდი ფულისა და ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციების უსაფრთხო, დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა;
• ინკასატორებისათვის სამსახურეობრივი იარაღის ტარების ნებართვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
• საინკასაციო ოპერაციების მარეგულირებელი პროცედურების შექმნაში მონაწილეობა;
• ინკასაციის რეგიონალური ჯგუფების მონიტორინგი. მათ შორის, რეგიონებში ვიზიტი და მდგომარეობის ადგილზე გაცნობა/შეფასება;
• ახალი საინკასაციო ობიექტების შეფასება და კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების გაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ეკონომიკის, ფინანსების და/ან საბანკო საქმის მიმართულებით), სასურველია - მაგისტრის ხარისხი;
გამოცდილება: 1-3 წლიანი სუპერვაიზინგი და მინიმუმ 6 წლიანი შესაბამისი ფუნქციონალური სფეროს გამოცდილება (განსაკუთრებული სპეციფიკის მქონე შეიარაღებული დანაყოფის მეთაურობის, ასევე, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
ენები: ქართული – თავისუფლად; სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
საოფისე პროგრამები: საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint)
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
· შესასრულებელი სამუშაოს დელეგირებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
· კრიტიკული აზროვნება;
· ეფექტური კომუნიკაციისა და ასერტიული უკუკავშირის დაბრუნების უნარი
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს “გამოაგზავნეთ განაცხადი”. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 5 აგვისტო, 2025.