საქართველოს ბანკის ფულის და ფასეულობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე:


ძირითადი ფუნქციები:

  • დეპარტამენტის ბიზნეს ამოცანების საფუძველზე,  დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ბიზნეს ამოცანების განსაზღვრა და  შესრულება 

  • დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალი საკასო ცენტრების საქმიანობის ეფექტური ორგანიზება და წარმართვა;

  • საინკასაციო მიმართულებასთან კოორდინაცია და სტრატეგიული ამოცანების შეთანხმება ბიზნესის საერთო ამოცანების მიღწევის მიზნით;

  • მონაწილეობა საკასო ცენტრების თანამშრომლების რესურსების ეფექტურად გადანაწილებისა და სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტების პროცესებში;

  • საკასო ოპერაციებისთვის აუცილებელი ადამიანური რესურსით საკასო ცენტრების დროულად უზრუნველყოფა;

  • ნაღდი ფულთან და ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების ხარისხის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;

  • ოპერაციების მიმდინარეობისას წარმოქმნილი ხარვეზების ოპერატიულად გამოვლენის მექანიზმების დანერგვა;

  • ნაღდი ფულის ნაკადებთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ოპტიმიზაციების ამოცანების ინიცირება/დანერგვა;

  • ნაღდი ფულისა და ფასეულობის შენახვისა და აღრიცხვის პროცედურების კონტროლი;

  • საოპერაციო დღის ბოლოს საცავებში არსებული ნაღდი ფულისა და ფასეულობების საბუღალტრო მონაცემებთან შესაბამისობის კონტროლი;

  • საკასო ოპერაციების მარეგულირებელ პროცედურების შექმნაში მონაწილეობა;

  • ბანკის სერვისცენტრების, ფიზიკური და იურუდიული პირების საინკასაციო მომსახურების, ბანკის კუთვნილი ბანკომატების ნაღდი ფულით უზრუნველყოფის, ბალანსგარეშე ანგარიშებზე ოპერაციების წარმოების და სალომბარდე ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების მხარდაჭერა;

  • ბანკსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ნაღდი ფულის ოპერაციების უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

  • ფულის ნიშნების სათვლელი, დამხარისხებელი და მაფორმირებელი ტექნიკური საშუალებების გამართული მუშაობის კონტროლი;

  • გამოვლენილი ყალბი ფულის ნიშნების საქართველოს ეროვნულ ბანკის ექსპერტიზაზე გაგზავნისა და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფის კონტროლი

  • BIA ბიზნესზე ზემოქმედების ანალიზის შესრულება;

  • BCP ტესტირებებში მონაწილეობა დაგეგმილი კალენდრის მიხედვით;

  • დეპარტამენტისთვის განსაზღვრულ BCM პროექტებში  ჩართულობა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები


განათლება: უმაღლესი


სამუშაო გამოცდილება:

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;

  • მსგავს ან დაკავშირებულ მიმართულებაში მუშაობის გამოცდილება.



სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • ორგანიზებულობა და დაგეგმვა;

  • გადაწყვეტილებების მიღბის უნარი და მოქმედების ინიცირება;

  • პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • ინიციატივის გამოჩენის უნარი.

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულება;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • შედეგზე ორიენტირებულობა;

  • კომუნიკაბელურობა;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 7 ივლისი, 2025

 





 

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით