სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას კვლევებისა და კონსულტაციების მიმართულებაში, პროდუქტებისა და პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფის იურისტის თანამდებობაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის ახალი პროდუქტის ან/და პროცესის დანერგვასთან/შექმნასთან, ცვლილების შეტანასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მხარდაჭერა:

  • საბანკო პროდუქტებთან ან/და პროცესებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების შემუშავება/ცვლილება/სტანდარტიზაცია და ადმინისტრირება;

  • საბანკო პროდუქტებთან ან/და პროცესებთან დაკავშირებული ბანკის შიდა დოკუმენტების/პოლიტიკა-პროცედურების/სტანდარტების/მრავალჯერადი გამოყენების შაბლონების (განაცხადი და სხვ.) კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ვიზირება;

  • საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტის პროექტების შესწავლა და ძალაში შესული ნორმატიული აქტების სამართლებრივი იმპლემენტაციის უზრუნველყოფა.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

 

განათლება:

უმაღლესი იურიდიული განათლება

 

სამუშაო გამოცდილება:

იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, (უპირატესობა მიენიჭებათ ფინანსურ სექტორში იურისტის ან/და შესაბამისობის სამსახურის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს).

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • პროფესიული: სამოქალაქო, სამეწარმეო, ადმინისტრაციული და საბანკო სამართალი;

  • ენები: ინგლისური ენა (სავალდებულო);

  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office.

  • სამართლებრივი წერის მაღალი კულტურა;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ორგანიზებულობა;

  • გუნდურობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


 

შერჩევის საკონკურსო პროცედურა:

  1. რეზიუმეს საფუძველზე, შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან;

  2. ტესტირება ან/და სამართლებრივი წერა;

  3. გასაუბრება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 15 ნოემბერი, 2024

გამოაგზავნეთ განაცხადი