საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესის თრაიბში ვეძებთ Product Owner-ს.


შენ შესაძლებლობა გექნება მეგობრულ გუნდთან ერთად იმუშაო ახალი პროდუქტების შექმნასა და განვითარებაზე, შექმნა სრულიად ახალი პროგრამული უზრუნველყოფა და გადაჭრა საინტერესო ბიზნეს/ტექნოლოგიური ამოცანები.


ძირითადი ფუნქციები:

 

-       მომხმარებელზე ორიენტირება- ბიზნესის საჭიროებების და შესაძლებლობების გააზრება;

-       მომხმარებელთა გამოცდილების და მომხმარებელთა წარმატების განსაზღვრა;

-       კლიენტის ძირითადი პრობლემების და მიზნის მიღწევის შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება, ბექლოგის პრიორიტეტიზაცია;

-       დაინტერესებულ მხარეებთან (Stakeholders) თანამშრომლობა;

-       User story-ების შემუშავება და Acceptance criteria-ის განსაზღვრა;

-       კვლევების, ფოკუს ჯგუფების, მომხმარებელთა ინტერვიუების, ბაზრის ანალიზისა და სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და გამოყენება;

-       პროდუქტის ხედვის ჩამოყალიბება, სტრატეგიის განსაზღვრა და განვითარება;

-       წარმატების კრიტერიუმების განსაზღვრა — შესაბამისი მეტრიკების იდენტიფიცირება და ანალიზი, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქტის წარმატებას და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას;

-       Scrum გუნდთან მუშაობა დეველოპმენტის პროცესში;

 

  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

 

-       მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება Product Owner-ის ან IT პროექტის მენეჯერის პოზიციაზე;

-       პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;

-       ტექნიკური გამოცდილება და Software development-ის პროცესის ცოდნა;

-       გუნდური მუშაობის და კარგი კომუნიკაციის უნარი;

-       საბანკო პროდუქტების/პროცესების ცოდნა;

-       სასურველია გამოცდილება გადახდების (Payment) მიმართულებით.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 05.01.2026

გამოაგზავნეთ განაცხადი