საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათების გუნდში(Everyday Banking/Business Tribe),  Product Owner - ს ვეძებთ.

 

 

 ძირითადი ფუნქციებია:

 

  • მომხმარებელთა გამოცდილების გაგება და მომხმარებელთა წარმატების განსაზღვრა - კლიენტის მთავარი პრობლემის და მიზნის მიღწევის შემაფერხებელი საკითხების იდენტიფიცირება და პრიორიტეტებზე ფოკუსირება მომხმარებლის მთელი ციკლის (user journey) გასაუმჯობესებლად;

  • ბაზრის ცოდნა - კვლევების, ფოკუს ჯგუფების, მომხმარებლის ინტერვიუების, ბაზრის ანალიზის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და გამოყენება;

  • პროდუქტის ხედვის ჩამოყალიბება, სტრატეგიის მართვა და განვითარება;

  • წარმატების კრიტერიუმის განსაზღვრა - მეტრიკების იდენტიფიცირება და ანალიზი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის წარმატებას და მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა;

  • მჭიდრო თანამშრომლობა ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან, დაინტერესებულ მხარეებთან (stakeholders), ორგანიზაციის მიზნებზე მორგებული ბიზნეს საჭიროებების დასაიდენტიფიცირებლად და პროდუქტის/პროცესის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

  • ამოცანების პრიორიტეტიზაცია გუნდის ბექლოგის ფარგლებში;

  • დეველოპმენტის პროცესში არსებული პოტენციური რისკების მიტიგაცია და სხვა გუნდებთან დამოკიდებულებების მართვა;

  • ეჯაილ ლიდერობა: სპრინტის დაგეგმვის, ბექლოგის მართვის, სპტინტის რივიუს ეფექტიანად წარმართვა;

  • ბიზნესის და IT-ს თანხხვედრაში ყოფნის უზრუნველყოფა;

  • იმპლემენტაციის მართვა: ახალი ფუნქციონალის ძირითად გარემოზე გადატანის პროცესის მართვა - დარწმუნება, რომ ახალი ფუნქცილნალი აკმაყოფილებს ბიზნესთან შეთანხმებულს და ხარისხის სტანდარტებს;

  • პროდუქტთან დაკავშირებული პროცესების და გადაწყვეტების შეფასება, დადიზაინება და აქტიური მონაწილეობა იმპლემენტაციის პროცესში;

  • პროდუქტის ვენდორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

           

 

 

ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:

 

  • კროს-ფუნქციონალურ ჯგუფებთან და/ან კოლაბორაციულ ლიდერად მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის ან agile სქუადთან მუშაობის მიმართულებით;

  • მინ. 2 წლიანი გამოცდილება ბიზნესპროცესების ანალიზის მიმართულებით;

  • ექსელის ცოდნა;

  • საბანკო პროდუქტების/პროცესების ცოდნა;

  • სასურველია გამოცდილება საბარათე პროდუქტების მიმართულებით;

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;

  • ორგანიზებულობა, დროის მენეჯმენტი, დეტალებზე ორიენტირებულობა, მულტიტასკინგი.

 

 

გამოხმაურებას ველით 2025 წლის 1 მაისამდე

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით