საქართველოს ბანკის მომხმარებელთა თრაიბში გვაქვს ვაკანსია Product Owner-ის პოზიციაზე, CRM მიმართულებით 

 

 

ძირითადი ფუნქციები:

· მომხმარებელთა გამოცდილების გაგება, კლიენტის მთავარი პრობლემის და მიზნის მიღწევის შემაფერხებელი საკითხების იდენტიფიცირება და პრიორიტეტებზე ფოკუსირება მთელი ციკლის (user journey) გასაუმჯობესებლად;

· მომხმარებლის იდეების ტესტირება და მათი გათვალისწინება - პროდუქტის განვითარების ციკლში მომხმარებელთან რეგულარული კონტაქტი;

·   ბაზრის ცოდნა - კვლევების, ფოკუს ჯგუფების, მომხმარებლის ინტერვიუების, ბაზრის ანალიზის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და გამოყენება;

·  პროდუქტის ხედვის ჩამოყალიბება, მოკლე და გრძელვადიანი ხედვის და სტრატეგიის განსაზღვრა;

·  საჭიროების შემხთვევაში საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით შიდა და გარე მარეგულირებელთან კოორდინაცია;

·  ტექნოლოგიური ხედვის წარმართვა - ხედვის და კონცეფციის გარდაქმნა პროდუქტის განვითარების/დანერგვის გეგმად.

·  სქუადის წევრების ინდივიდუალური შედეგების შეფასება;

·  სპრინტის დაგეგმვა და მიმოხილვა - სპრინტ დაგეგმვის ინიცირება, ახალი „სთორების“ შექმნა, უკუკავშირის დამატება, „სთორების“ ჩაბარების უზრუნველყოფა;

·  ახალი /არსებული პროდუქტის პროცედურების შემუშავების უზრუნველყოფა;

·  ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად

 


 

სამუშაო გამოცდილება:

 

·   კროს-ფუნქციონალურ ჯგუფებთან ლიდერად მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის ან agile სქუადთან მუშაობის მიმართულებით.

·   მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში

·   საბანკო პროდუქტების/მომსახურებების/პროცესების ცოდნა.

 

Product Owner-ის როლზე ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება შემდეგი ცოდნა და უნარები:

 

  • ხედვა- პროდუქტის (CRM) განვითარების ჩამოყალიბების უნარი, სტრატეგიის განსაზღვრა, ბიზნეს ღირებულებაზე ფოკუსირება; პრობლემების საკითხებად ჩაშლისა და განახლებული სურათის წარდგენის უნარი.

  • თანამშრომლობა - პიროვნული ინტეგრაცია სქუადში, ღია და მომთხოვნი უკუკავშირის მიმართ, ნდობის და თანამშრომლობის ფასილიტაცია;

  • ლიდერული უნარების-სქუადის წევრების და პროდუქტის განვითარებაში ჩართულობა; სხვა კოლეგების მოტივაცია

  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი - იცოდეს როდის თქვას „არა“

  • კომუნიკაცია- კარგად განვითარებული კომუნიკაცია სქუადებსა და ჩართულ მხარეებს შორის, სქუადის წევრებისათვის ინსპირაციის მიცემა, პროდუქტის აღწერა ცხადად და ყველასთვის გასაგებ ენაზე

  • ადაპტირება და პრიორიტეტების განსაზღვრა- გაურკვევლობებთან გამკლავება; საკითხების პრიორიტეტებად დალაგება; სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელი ტექნიკური ხასიათის კომპრომისების გაწევა; ცვალებადი მოთხოვნების მიმართ მოქნილობა - პროდუქტის განვითარების გეგმის შექმნა

  • შედეგზე ორიენტირება- მოაზროვნე პარტნიორი, ტექნიკურ შესაძლებლობების შექმნა, პროდუქტის ჩაბარების უზრუნველყოფა დასაწყისიდან დასრულებამდე; პროდუქტის მიმართ მოთხოვნების მართვის პასუხისმგებლობის აღება; პროგრამის და პროექტის დაგეგმვის უზრუნველყოფა.

  • პრობლემის ხარისხიანად გადაჭრა - იდეის შესაძლებლობებად და ფუნქციებად გარდაქმნა; მთავარი პრობლემის და არა მხოლოდ მის სიმპტომების იდენტიფიცირება

  • ჩართულ მხარეებთან კარგი სამუშაო ურთიერთობების დამყარება - ჩართულ მხარეებზე და სქუადზე გავლენის მოხდენის და მათთან მოლაპარაკებების წარმოება; მხარეების კონკურენტული პრიორიტეტების მართვა .


გამოხმარებას ველოდებით 2026 წლის 3 მარტამდე!

გამოაგზავნეთ განაცხადი