საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში, გამოცდილი პროდუქტის დიზაინერის ვაკანსია გვაქვს.


ჩვენ ვეძებთ გამოცდილ პროდუქტის დიზაინერს, რომელიც მულტიდისციპლინურ გუნდთან (პროდუქტის ოუნერებთან, ანალიტიკოსებთან, დეველოპერებთან, სკრამ მასტერებთან, UX მკვლევარებთან და UX ქოფირაითერებთან) ერთად პროექტების მართვის მეთოდოლოგიის - ეჯაილის (Agile) გამოყენებით, იმუშავებს მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მქონე პროდუქტების შექმნაზე.


ძირითადი საქმიანობები:

- მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების შექმნა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მანძილზე;

- პროდუქტის ანალიზი და მასზე მორგებული ინიციატივების გენერირება;

- გუნდთან ერთად კვლევის საჭიროებების განსაზღვრა, კვლევის მიგნებების და მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი და მის საფუძველზე პროდუქტის მუდმივი გაუმჯობესება;

- High and low fidelity Wireframe-ების და პროტოტიპების მომზადება;

- დიზაინ სისტემის ბიბლიოთეკის კომპონენტების და მათი გამოყენების წესების შემუშავება.


პროდუქტის დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია:

- დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა;

- ენერგიით და მოტივაციით სავსვე გუნდში მუშაობის სურვილი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარები.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:·

- პროდუქტის დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

- კომპლექსური Mobile და Web აპლიკაციების შემუშავების გამოცდილება;

- დიზაინ სისტემაზე მუშაობის გამოცდილება;

- Figma-ს გამოყენების გამოცდილება;

- Wireframe-ების შექმნის გამოცდილება;

- PS, AI მინიმალური ცოდნა;

- UX კვლევის საფუძვლების ცოდნა.


გამოხმაურებას ველით 2025 წლის 29 ივნისამდე.

გამოაგზავნეთ განაცხადი