სს „საქართველოს ბანკის“ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებთან შესაბამისობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას პროცესების მართვის მენეჯერის (AML) პოზიციაზე.

 

 

მოვალეობები:

  • AML/საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის პოლიტიკა/პროცედურების, სამუშაო დოკუმენტების (მათ შორის ჯგუფის დონეზე) და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება/განახლება;

  • ბანკის შესაბამისი ბიზნეს ერთეულების მხარდაჭერა (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით) პოლიტიკა-პროცედურების და  მეთოდოლოგიასთან დაკაშირებულ პროცესებთან შესაბამისობის უზრუნვლესაყოფად;

  • ბანკის შესაბამისი ბიზნეს ერთეულებთან კოორდინირებულად შესაბამისი ცვლილების დანერგვის ინიცირება და შესრულების მონიტორინგი;

  • ბანკის შესაბამის ბიზნეს ერთეულებთან ტექნიკური ამოცანების ინიცირება და შესრულების მონიტორინგი;

  • შიდა და გარე აუდიტის ფარგლებში მიღებულ მოთხოვნებზე ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება;

  • შიდა და გარე აუდიტის Follow up პროცესის მონიტორინგი;

  • ბანკის შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება/გადამზადება რეგულაციების მოთხოვნებსა და ბანკში დანერგილ მიდგომებთან დაკავშირებით;

  • დეპარტამენტის მიერ ჯგუფის დონეზე ინიცირებულ შემოწმებებში კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება:

უმაღლესი

 

სამუშაო გამოცდილება:


საფინანსო, იურიდიულ , აუდიტორულ ან სხვა საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი


 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • საერთაშორისო ფინანსური სანქციების (UK/EU/US) პრინციპები;

  • ლოგიკური, ანალიტიკური, შემოქმედებითი  აზროვნება, მათემატიკური უნარები;

  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები, არგუმენტირებული მსჯელობა;

  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;

  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია;

  • კეთილგანწყობა, თავაზიანობა;

  • კრიტიკული აზროვნება - დიდი სურათის დანახვის უნარი;

  • მოქნილობა, სწრაფადა რეაგირება გამოწვევებზე;

  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი

  • სწრაფვა მიზნის მიწევისკენ - რთულ დავალებებთან შეჭიდების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 8 ივლისი, 2025.

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით