სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო აქტივების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

·       მსესხებლებთან/თავდებებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა, ვადაგადაცილების აღმოფხვრის, ვალდებულებების განულების ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;

·       პორტფელში არსებული მსესხებლების მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის საოპერაციო საქმიანობის შესწავლა და გაანალიზება.

·       მსესხებლებთან საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილებზე ვიზიტი;

·       გამარტივებული სამართალწარმოების გზით საქმის წარმართვა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და პრობლემური სესხების მართვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი (სასურველია იურიდიული, ეკონომიკური)

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია საბანკო ან იურიდიული მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

·       ქართული ენა;

·       კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Word, Excel);

·       პრობლემურ მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

·       დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·       მოწესრიგებულობა, თავაზიანობა, შრომისმოყვარეობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 11 დეკემბერი, 2023.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.