საქართველოს ბანკის პრემიალური საცალო საბანკო მიმართულების პარტიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას პრემიალური საცალო საბანკო მიმართულების ლოიალურობისა და პრივილეგიების მენეჯერის პოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი თანამშრომლობა;

  • არსებულ პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და საქმის წარმოება;

  • პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი მუშაობა, სხვადასხვა აქციების და კამპანიების დაგეგმვა;

  • ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი აქციების/ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით;

  • ღონისძიებების ორგანიზებაში სრული ჩართულობა;

  • კონტრაქტებთან მუშაობა;

  • ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება და პრეზენტაციების მომზადება;

  • ტექნიკურ სამუშაოებში ჩართულობა, მართვა და მონიტორინგი; 

  • მარკეტინგის გუნდთან ერთად კამპანიების დაგეგმვა;

  • ბანკში არსებულ დეპარტამენტებთან ურთიერთობა პროექტების მიხედვით

 

განათლება: უმაღლესი, სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით

 

სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება:

 

o  გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

o  პარტნიორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას;

დამატებით - მარკეტინგის სფერო.

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;

  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარები;

  • პასუხისმგებლობის უნარი;

  • სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

  • გაყიდვების უნარი;

  • ხარვეზების სწრაფად აღმოფხვრის უნარი;

  • კომუნიკაციის მარტივად დამყარების უნარი;

  • საქართველოს ბაზრის კარგად ცოდნა; 

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • კრეატიულობა;

  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;

  • სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;

  • ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა;

  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

 გელოდებით, მოგვიყევი შენზე!

გამოხმაურებებს ველით 2025 წლის 2 ივლისამდე.

გამოაგზავნეთ განაცხადი