საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას პორტფელური რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე საცალო რისკების მიმართულებაში

 

ძირითადი ფუნქციები: 

  • საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი, ადრეული რისკის ინდიკატორების გამოვლენა- ანალიზი, რისკის პარამეტრების დაგეგმვა და სტრატეგიის განსაზღვრა;

  • საცალო პორტფელის მოსალოდნელი ზარალის და უკუგების შეფასება და რისკიანობაზე დაფუძნებული ფასდადება;

  • სასესხო პორტფელის სტრეს ტესტების და სცენარების ანალიზი;

  • პორტფელში არსებული პროდუქტების რისკის ML მოდელების განვითარებაში მონაწილეობა და შემდგომი მონიტორინგი;

  • რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის.

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, მათემატიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით;

 

სამუშაო გამოცდილება:

  • საკრედიტო რისკების, ანალიტიკის ან რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

  • PL/SQL-თან და Power BI-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

 

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • სტატისტიკური ანალიზის უნარი;

  • რეპორტების / პრეზენტაციების მომზადების უნარი;

  • ორგანიზებულობა;

  • ყურადღება დეტალების მიმართ, სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;

  • ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკსგამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 18 ივლისი, 2025 წელი.

გამოაგზავნეთ განაცხადი