საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის პოზიციას მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნითა და მათზე მორგებული პროდუქტების დიზაინით ინარჩუნებს.


შეთავაზებების გასაუმჯობესებლად ბანკს მუდმივი განვითარების სტრატეგია აქვს არჩეული, რისთვის მნიშვნელოვანია რესურსები სწორად შერჩეული ინიციატივებისკენ მიმართოს.


სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და ანალიტიკური აზროვნების მქონე გუნდის წევრს ფინანსური მიმართულებით - დანახარჯების ეფექტიანობის მართვისა და პროექტების ფინანსური ანალიზის ჯგუფში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

  

  • სტრატეგიული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების ანალიზი: ინიციატივების, საინვესტიციო პროექტებისა და საოპერაციო ეფექტიანობის მიზნით დაგეგმილი ცვლილებების ფინანსური ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა middle ან senior მენეჯმენტთან;

  • შედეგების მონიტორინგი: დამტკიცებული ან განხორციელებული პროექტების პერიოდული შეფასება, შედეგებისა და რჩევების წარდგენა.

  • ხარჯებისა და შემოსავლების ოპტიმიზაცია: სხვადასხვა საოპერაციო და ფინანსური ტრენდების, პროცესებისა და პროცედურების ანალიზი საოპერაციო ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად;

  • კომუნიკაცია და პრეზენტაცია: პროექტის ანალიზისას თანამშრომლობა სხვადასხვა cross-functional გუნდებთან; ფინანსური შედეგებისა და საკუთარი რეკომენდაციების წარდგენა და დაცვა მენეჯმენტთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება:  უმაღლესი, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან დაკავშირებული მიმართულებით;

CFA , FMVA, ACCA, - სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად;

 

სამუშაო გამოცდილება: ფინანსური ანალიტიკის ან/და ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი;

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • საბანკო პროდუქტების და პროცესების ცოდნა;

  • ფინანსური მენეჯმენტისა და Capital budgeting-ის საფუძვლიანი ცოდნა;

  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (კომპლექსურ ფორმულებთან და დიდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება);

  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება, კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

  • გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;

  • ინგლისური ენა (B2 დონე).

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 17 დეკემბერი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი