ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.


სს „საქართველოს ბანკის“ ლოიალურობის პროგრამების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას პარტნიორების მონიტორინგის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.


თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური, ხალხთან ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებას და თან გაქვს სურვილი, ბანკის პროდუქტებს გაეცნო და მათ პოპულარიზაციას შეუწყო ხელი, გაეცანი ჩვენს ვაკანსიას.


ძირითადი მოვალეობები:


-          პარტნიორ კომპანიებთან წარმოდგენილი საბანკო პროდუქტების ატრიბუტების/სარეკლამო მასალების მონიტორინგი (სამუშაო დროის 80%-ის გატარება პარტნიორ კომპანიებთან ადგილზე), საჭიროების შემთხვევაში მასალების მიწოდება;

-          პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისთვის რელევანტური საბანკო პროდუქტების გაცნობა ადგილზე ვიზიტების ფარგლებში; პროდუქტის და მისი გამოყენების შესახებ მინი ტრეინინგების ჩატარება;

-          აქციების/კამპანიების პერიოდში პარტნიორი კომპანიებისთვის მხარდაჭერის/კონსულტაციის გაწევა ადგილზე;

-          პარტნიორი კომპანიების მხრიდან მომხმარებლებისთვის ადგილზე საბანკო პროდუქტების შეთავაზების ხარისხის მონიტორინგი;

-          რეპორტინგის წარმოება შესრულებული სამუშაოების ჭრილში;

-          შეთავაზებების/სამოქმედო გეგმის მომზადება/წარდგენა მინიტორინგის შედეგების შესაბამისად.

 

კანდიდატის სასურველი კვალიფიკაცია და უნარები:


-          ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;

-          ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;

-          პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;

-          სამუშაო დროის ეფექტურად მართვა;

-          ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობა;

-          დიპლომატიურობა და სტრესულ გარემოსთან გამკლავება.


შემოგვიერთდი გუნდში, რომ არასდროს გაჩერდე და მუდამ გქონდეს უსაზღვრო შესაძლებლობები.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 9 მარტი, 2026 წელი.

 

გამოაგზავნეთ განაცხადი