სს ,,საქართველოს ბანკის“ საოპერაციო მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ოპერაციული ანალიზისა და მონაცემთა გადაწყვეტილებების სამსახურის უფროსის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი მოვალეობები

  • ოპერაციულ პროცესებში ეფექტიანობის ზრდის მიზნით AI, ანალიტიკური და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ბიზნეს მოთხოვნების ფორმირება;

  • Data Analytics -ის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა გადაწყვეტილებების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში;

  • ოპერაციულ პროცესებში მოდელების, ავტომატიზაციისა და მონაცემთა გადაწყვეტილებების დანერგვის კოორდინაცია;

  • დანერგილი გადაწყვეტილებების ხარისხის, გამოყენების და ბიზნეს ეფექტის მონიტორინგი;

  • პროცესების, მონაცემებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზის საფუძველზე გაუმჯობესების ინიციატივების იდენტიფიცირება;

  • ოპერაციების მიმართულების ანალიტიკური და მონაცემთა გადაწყვეტილებების პორტფელის მართვა;

  • დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციისა და ცვლილებების მართვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება  მათემატიკის, სტატისტიკის ან საინფორმაციო ტექნოლოგიების  მიმართულებით;

  • Მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბიზნეს ანალიზის, პროცესების მართვის, ოპერაციების, პროდუქტის მართვის ან მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით;

  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და AI/Analytics შესაძლებლობების კარგი ცოდნა;

  • AI, Machine Learning, Process Mining, OCR ან Automation ინიციატივებში მონაწილეობის გამოცდილება;

  • ბიზნეს მოთხოვნების ფორმირებისა და ტექნიკურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;

  • პროექტებისა და ცვლილებების მართვის გამოცდილება;

  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV და დააჭიროთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი".


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 1 ივლისამდე.

გამოაგზავნეთ განაცხადი