სს „საქართველოს ბანკის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე თბილისში.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ავტომობილის მართვა დღის წესრიგის მიხედვით.

  • ავტომობილით გადაადგილება დღის განმავლობაში ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად;

  • ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში ყოფნაზე ზრუნვა, სათადარიგო ნაწილების შესაცვლელად ან სახელოსნოში წაყვანა საჭიროების შემთხვევაში,

  • ავტომობილის სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;

  • თანამშრომელთა გადაადგილება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;

  • მართვის მოწმობა , B კატეგორია;

  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;

  • კომუნიკაბელურობა;

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებული;

  • ორგანიზებული.

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • მოწესრიგებულობა;

  • პუნქტუალურობა.

 

დასვენების დღე - შაბათი და კვირა;

განაკვეთი - სრული (10:30-დან 18:30-მდე);


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 თებერვალი, 2023.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით