ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მხარდაჭერის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე, SME ახალი სესხების მხარდაჭერის ჯგუფში.


 ძირითადი ფუნქციები:

1.      ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

2.      საკრედიტო გადაწყვეტულების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილების დაინიცირება;

3.      SME ბიზნესმიმართულების მიერ საკრედიტო პროდუქტის გაცემისათვის/ცვლილებისთვის საჭირო საკრედიტო  და/ან უზრუნველყოფის ხელშეკრულებების მომზადება;

4.      საკრედიტო პროდუქტის და უზრუნველყოფის ობიექტის რეგისტრაცია საბანკო პროგრამაში;

5.      საკრედიტო პროდუქტის  და უზრუნველყოფის ობიექტის  რეგისტრაციისთვის  ოქმში არსებული პირობების გაცნობა დეტალურად;

6.      დეველოპრებული პროექტის რეგისტრაცია/ცვლილება;



სავალდებულო ცოდნა/უნარები:

·       ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·       შედეგზე ორიენტირებულობა;

·       საოფისე პროგრამების ცოდნა;

·       წერილობით და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

·       კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

·       პასუხისმგებლობის გრძნობა;

·       დეტალებზე ორიენტირებულობა;


სამუშაო გამოცდილება:

1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით;


ჩვენ გთავაზობთ:

·       ტრენინგებს კარიერული განვითარებისთვის;

·       კომფორტულ სამუშაო სივრცეს;

 

საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 6 აგვისტო, 2025.




გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით