ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოძრავი ქონების შემფასებლის თანამდებობაზე - თბილისში.


 ძირითადი ფუნქციები:

  • მოძრავი ქონების მდგომარეობის განსაზღვრა, ქონების ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა;

  • ბაზრის ანალიზი;

  • გასაჩივრებული შეფასებების გადახედვა და შესაბამისი უკუკავშირის დაბრუნება შემფასებელთან/დამკვეთთან;

  • შეფასების დასკვნის მომზადება.

  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: ბაკალავრის ხარისხი

გამოცდილება : მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოძრავი ქონების საშემფასებლო მიმართულებით.

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • მოძრავ ქონებაზე გავლენის მომხდენი ფაქტორების გაბსაზღვრის ცოდნა და ანალიზის უნარი

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 4 მაისი, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი