სს „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა დაცვის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ინვენტარიზაციის მენეჯერის პოზიციაზე

 

ძირითადი ფუნქციები:

  • მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა, რაც მოიცავს ბანკში არსებულ თითოეულ პროცესში/პროდუქტში დამუშავებული მონაცემების ინვენტარიზაციას, თითოეული მონაცემისთვის შეგროვების წყაროს დადგენას, შენახვის ადგილის განსაზღვრას, დამუშავების მიზნების, საფუძვლის და ვადების განსაზღვრას და ა.შ.;

მონაცემთა რუკების (Data Mapping) შექმნა:

  • თითოეულ პროცესში/პროდუქტში მონაცემთა სასიცოცხლო ციკლის რუკის შედგენა, მონაცემთა შეგროვებიდან - განადგურებამდე.

  • მონაცემთა შეგროვების წყაროს, სისტემებს შორის მიმოცვლის რუკისა და საბოლოო შენახვის წერტილის იდენტიფიცირება.

  • მესამე პირებისთვის მონაცემთა გაზიარების პროცესების აღწერა და დოკუმენტირება.

  • მონაცემთა უსაფრთხოებისთვის მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების ზოგადი აღწერა;

  • მონაცემთა ინვენტარიზაციის პროცესის ავტომატიზაცია შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;

  • მონაცემთა ინვენტარიზაციის შედეგად შეგროვებული ინფორმაციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი და აუდიტი;

  • მონაცემთა დამუშავების შედეგად გამოვლენილი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მიტიგაციის გზების შეთავაზება;

  • ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებთან ერთად, შესაძლებელია განისაზღვროს მიმართულების საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი ფუნქციები.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება იურიდიული, ინფორმაციული უსაფრთხოების, რისკის მენეჯმენტის მიმართულებით/სასურველია მაგისტრის (ან ექვივალენტი) ხარისხი;


სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;


სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • საბანკო პროცესების ცოდნა;

  • პროექტების მართვის გამოცდილება;

  • მონაცემთა მართვის პროგრამულ უზრუნველყოფებთან მუშაობის გამოცდილება;

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა ;

  • MS Office პროგრამების ცოდნა.

  • ანალიტიკური უნარები;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ეფექტური კომუნიკაცია;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • ორგანიზებულობა;


 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13/09/2024

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.